„ADG – Auto Detailing Georgia” შეიქმნა ავტომობილის ხარისხიანი მოვლისა და ამავდროულად თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვის პოპულარიზაციის მიზნით. “Detailing”- უცხოური ტერმინია და ნიშნავს ავტომობილის განსაკუთრებულ მოვლას: პროფესიონალურ წმენდას, სალონის დაზიანებული ცალკეული დეტალების აღდგენა–გამოცვლას, დამცავი ფირების გადაკვრას, ავტომობილის სპეციფიკურ პოლირებას და დამცავი ფენით დამუშავებას თანამედროვე სა
შუალებების და ტექნიკის გამოყენებით, როგორიცაა – „RUPES“, „BIEFFE“, „IDROBASE“ და მრავალი სხვა. ნახევარი საუკუნეა, რაც ეს ქარხნები იცავენ საკუთარი წარმოების ხარისხს.
პირველ რიგში, გვსურს განვიხილოთ ავტომობილის სალონის მოვლა, რადგან საქართველოს რეალობაში, რიგი გარე ფაქტორების გამო მეტად აქტუალური გახდა ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ჩნდება კითხვა: არის კი ყველა ქიმწმენდა ხარისხიანი ქიმწმენდა?! გარდა იმისა, რომ უხარისხო, იაფფასიანი, გაურკვეველი წარმოებისა და სტანდარტების მქონე ქიმიური საშუალებების და აპარატების გამოყენება არა მხოლოდ აზიანებს თქვენი მანქანის სალონს და ელექტროობას, არამედ ბავშვებსა და ალერგიის მიდრეკილების მქონე პირებში იწვევს არასასურველ რეაქციას კანსა და სასუნთქ გზებში. სწორედ „ADG – Auto Detailing Georgia” არის გადაწყვეტილება და ადგილი სადაც კვალიფიციური სპეციალისტების, უსაფრთხო საერთაშორისო სერტიფიკატების მქონე ქიმიისა და თანამედროვე აპარატების მეშვეობით თქვენი ავტომობილის სალონი მიიღებს განახლების საუკეთესო შესაძლებლობას. გვინდა ავღნიშნოთ, რომ სალონის ქიმწმენდისთვის ჩვენ ვიყენებთ ჰაერის წნევაზე მომუშავე იტალიური ქარხანა „IDROBASE“ წარმოების სხვადასხვა სიმძლავრის „A-VORTICE“ აპარატებს რომელთა სამუშაო წნევა არის 6–დან 9,2 ბარამდე და გაცილებით მეტი ტურბინიანი პისტოლეტის შემთხვვევაში. „ვორტიჩ“–ის აპარატის გამოყენების დროს მანქანის სავარძლები და კავროლინი რჩება ოდნავ ნამიანი, ხოლო პროფესიონალი ფენ „CarFon”–ის მეშვეობით უმოკლეს დროში ხდება მათი სრული გაშრობა. ავღნიშნავთ, რომ ბაზარზე არსებობს იტალიური „A-VORTICE“–ის მსგავსი ამერიკული და ჩინური აპარატები „Tornador”–ის დასახელებით, რომელიც ჩვენს მიერ იქნა გატესტილი და აღმოჩნდა გაცილებით სუსტი, ვიდრე ჩვენს ხელთ არსებული იტალიური „A-VORTICE”, რადგან „ტორნადორის“ მაქსიმალური სამუშაო წნევა არის 6 ბარი.
ნამიანი ხალიჩისა და სავარძლების გაშრობისთვის ჩვენ ვიყენებთ იტალიური მწარმოებელი „BIEFFE“ მანქანის პროფესიონალურ ფენ „CarFon“ –ს. ამ ფენის მთავარი განსხვავება ჩინური და თურქული აპარატებისგან (რომლებიც ფანჯრებიდან პირდაპირ სალონში უბერავენ ცხელ ჰაერს, რა მეთოდსაც ევროპაში აღარ იყენებენ, რადგან იქმნება მანქანის შემდგომ ექსპლუატაციის პროცესში ელექტროობის დაზიანების საფრთხე) არის ის, რომ სპეციალური გადასაფარებლების (ე.წ.“ ჩიხოლების“) მეშვეობით ხდება ცალკეული ელემენტების ლოკალური გაშრობა, რის შედეგადაც თქვენი მანქანის ელექტროობას არანაირი საშიშროება არ ემუქრება. A-VORTICE” და „CarFon”–ის აპარატები იძლევიან საშუალებას ქიმწმენდის დრო შემცირდეს მინიმუმამდე.
რაც შეეხება ავტომობილის გარეგნულ მხარეს, ADG “Auto Detailing Georgia”–მ პირველად საქართველოში ხელმისაწვდომი გახადა პოლირება „RUPES“ -ის მეშვეობით. „RUPES“-ის იტალიურმა ქარხანამ 1951 წელს პირველმა შექმნა მანქანის პოლირების ელექტრო დანადგარი, შემდგომ განავითარა ტექნოლოგია და დააპატენტა დანადგარის ორბიტალურად მოძრავი ელემენტის განსაკუთრებული სვლა, რომლის საშუალებითაც მანქანის ჰოლოგრამების ლიკვიდირება ხდება 100%–ით და მანქანას უბრუნდება ქარხნული ბზინვარება. საქართველოს რეალობაში, უმეტეს შემთხვევაში ჰოლოგრამებს დროებით მალავენ სხვადასხვა სილიკონის შემცვლელობის პასტებით, რისი გამოვლენაც მარტივად არის შესაძლებელი სპეციალური ცხიმის მოსაშორებელი ხსნარის და ტაქტიკური განათების გამოყენებით. „ADG – Auto Detailing Georgia” იყენებს მხოლოდ და მხოლოდ „RUPES“-ის მსოფლიოში უმაღლესი ხარისხის პასტებს და პოლირების პირებს. „RUPES“ –ის პასტები საერთოდ არ შეიცავს სილიკონს და არიან ეკოლოგიურად უსაფრთხო. „RUPES“-მა უმაღლესი ტექნოლოგიების მეშვეობით მანქანის პოლირება გადააქცია ავტომობილის თანამედროვე მოვლის ხელოვნებად.
„ADG – Auto Detailing Georgia” ასევე გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის მომსახურეობას:
მანქანის კლიმატ კონტროლის სისტემის დეზინფექცია
სიგარეტისა და სხვა ცუდი სუნის გაქრობა–არომატიზაცია „მშრალი ნისლით“
ძრავის რეცხვა ორთქლითა და „ვორტიჩით“
ფარების პოლირება
ფარებზე უმაღლესი ხარისხის დამცავი ტონირებული ფირის გადაკვრა
სალონის ცალკეული ელემენტების ზედაპირული საფარის (ნაჭაერი, ტყავი, დერმატინი) გამოცვლა.
„ADG – Auto Detailing Georgia“ ახლო მომავალში ეტაპობრივად შემოგთავაზებთ ახალ სერვისებს.
„ADG – Auto Detailing Georgia“–ს გუნდი გისურვებთ წარმატებებს !