შპს „ჰორეკა“ დაარსდა 2008 წელს. სათაო ოფისი მდებარეობს თბილისში. ჩვენი კომპანია, მთელი საქართველოს მასშტაბით, ახორციელებს პროფესიონალური ჰიგიენური საშუალებებისა და სერვისების მიწოდებას ისეთი ორგანიზაციებისათვის, როგორებიცაა: საწარმოები, სამედიცინო დაწესებულებები, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, სასტუმროები, დასუფთავების კომპანიები, ოფისები, გასართობი და კულტურული ცენტრები, სახელმწიფო ობიექტები, დ
იპლომატიური წარმომადგენლობები და ა.შ. კომპანიამ, უამრავი ბიზნეს პარტნიორის თვალში, უკვე დაიმკვიდრა საიმედო და სტაბილური მიმწოდებლის იმიჯი.
ჩვენი კომპანია დაკომპლექტებულია ახალგაზრდა, ენერგიული, მაღალკვალიფიციური თანამშრომლებით, რომლებიც სისტემატურად გადიან გადამზადების კურსებს. მათ უტარდებათ ტრენინგები და მიეწოდებათ ინფორმაცია ყველა იმ სიახლის შესახებ, რომელიც ინერგება ცივილიზებულ სამყაროში.
ჩვენი გუნდი გაგიწევთ უმაღლეს პროფესიონალურ დახმარებას და მოგაწვდით ყველა სასარგებლო ინფორმაციას, რათა მოახდინოთ სამეურნეო ხარჯების ოპტიმიზაცია, სწორი დაგეგმვა.
მოხარულნი ვიქნებით დაგეხმაროთ.
თქვენი საიმედო პარტნიორი „ჰორეკა“