30/05/2020
რას ითვალისწინებს დანართი 16, რომელშიც ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სასტუმროებისთვის და ღია/დახურული ტიპის აუზებისთვის არის განკუთვნილი?
• ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს დასაქმებულებისა და ვიზიტორების თერმოკონტროლი ვიდეოსკრინინგით, ან დისტანციურად მზომი ხელსაჭყოების გამოყენებით. ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში კი მოახდინოს აღრიცხვა და დაუკავშირდეს ცხელ ხაზს - 112-ს;
• COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება, შესაძლებელია ვიდეო/აუდიო ტექნიკის გამოყენებით;
• სასტუმროს ტერიტორიაზე ზედაპირების დეზინფექცია/დასუფთავება არანაკლებ 3-ჯერ დღეში, და ასევე 2 საათში ერხელ იმ ზედაპირების დამუშავება, რომელთანაც სასტუმროს ვიზიტორებს ხშირად უწევთ შეხება(კარის, ფანჯრის სახელურები, კიბის მოაჯირები, ლიფტის ღილაკები და სხვა.)
• საერთო მოხმარების სივრცეებში 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა;
• სასტუმროს ტერიტორიაზე მყოფი პირების მიერ გამოყენებული ერთჯერადი ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება პლასტიკური პარკი;
• სასტუმროს დახურული სივრცეების ბუნებრივი ვენტილაციის უზრუნველყოფა დღეში რამდენჯერმე და ადამიანთა კონცენტრაციის ადგილის სველი წესით დამუშავება;
• დაუშვებელია ორ სართულიანი საწოლების გამოყენება;
• საერთო გამოყენების სველი წერტილების დეზინფექცია ყოველი გამოყენების შემდეგ, განსაზღვრული წესების მიხედვით;
• დეზობარიერები შენობის შესასვლელში სავალდებულო ნიშნის მითითებით და ასევე დამცავი გამჭვირვალე ბარიერების განთავსება თანამშრომლების მესამე პირებთან ურთიერთობისას
• პერსონალისა და ვიზიტორებისვის თვალსაჩინო ადგილას 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ჰიგიენური საშუალებებისა და მათი გამოყენების წესების განთავსება;
• ბუნებრივი ვენტილაციით უზრუნველყოფის შესაძლებლობის არქონის შემთხვევაში ხელოვნური ვენტილაციის მომატებული უწყვეტი რეჟიმის უზრუნველყოფა, გარე სივრციდან ჰაერის შემოტანის გაზრდილი კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით; უნდა დაწესდეს საინჟინრო კონტროლი მის გამართულ მუშაობაზე.