Dezo Service Group / დეზო სერვის ჯგუფი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Dezo Service Group / დეზო სერვის ჯგუფი
Call Directions Website Contact the business

Dezo Service Group / დეზო სერვის ჯგუფი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Dezo Service Group / დეზო სერვის ჯგუფი, Cleaning service, მ. მამარდაშვილის ქუჩა 32, Tbilisi.

ჩვენ გთავაზობთ მავნებლებთან ბრძოლას:
⚕️ გამოცდილი და პროფესიონალი კადრებით
👉 თანამედროვე მიდგომებით
👨‍🔬 უსუნო და უსაფრთხო პრეპარატებით
🪤 მონიტორინგით და დამჭერი საშუალებებით

🛏️ საწოლზე პატარა მწერი დაინახეთ და დაიბენით?❓ როგორ განვასხვავოთ ისინი:✅ საწოლის ბაღლინჯო — 5–7 მმ, ჟანგისფერ-ყავისფერი...
27/07/2026

🛏️ საწოლზე პატარა მწერი დაინახეთ და დაიბენით?

❓ როგორ განვასხვავოთ ისინი:

✅ საწოლის ბაღლინჯო — 5–7 მმ, ჟანგისფერ-ყავისფერი, ოვალური და ბრტყელი. ცხოვრობს ზუსტად იქ, სადაც გძინავთ — ლეიბში, საწოლში, დივანში.

✅ მრავალფეხა — 5–15 მმ, ნაცრისფერ-შავი, სეგმენტებიანი სხეულით. ეძებს ტენს, ამიტომ ჩნდება აბაზანასა და სარდაფში.

✅ პატარა ტარაკანი — 2–6 მმ, ღია ყავისფერი, გრძელი ულვაშებით. სწრაფად გარბის და ხშირად სამზარეულოსკენ მიისწრაფვის.

🔍 გადაუღეთ ფოტო და გამოგვიგზავნეთ - დაგეხმარებით ამოცნობაში

⏳ რაც უფრო ადრე ამოიცნობთ მავნებელს, მით უფრო მარტივი და იაფია მისი მოშორება. თუ ეჭვი გაქვთ — ნუ დაელოდებით, სანამ ისინი გამრავლდებიან.

დეზო სერვისი — შედეგზე ორიენტირებული მომსახურება

📞 555 40 06 35
🌐 www.dezo.ge

#ბაღლინჯო #მავნებლებისკონტროლი #დეზოსერვისი #ტარაკანი #მრავალფეხა

24/07/2026

შენი აზრით რა ხდება კვების ობიექტებში რეალურად? 🙈

👉მეტი ინფორმაციისთვის გამოიწერე გვერდი

დეზო სერვისი- შედეგზე ორიენტირებული მომსახურება.

უფასო კონსულტაციისთვის დარეკეთ 📞 555400635

#დერატიზაცია #დეზინსექცია #მავნებლებისკონტროლი #კვებისობიექტი

🔍 როგორ ამოვიცნოთ საწოლის ბაღლინჯო?საწოლის ბაღლინჯო ერთ-ერთი ყველაზე რთულად გამოსავლენი მწერია, ისინი იმალებიან ნაკერებშ...
22/07/2026

🔍 როგორ ამოვიცნოთ საწოლის ბაღლინჯო?

საწოლის ბაღლინჯო ერთ-ერთი ყველაზე რთულად გამოსავლენი მწერია, ისინი იმალებიან ნაკერებში, ავეჯის ქვეშ და ძნელად მისადგომ ადგილებში.

🚨 რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
- მატრასის ნაკერებზე მუქი ლაქები და კვერცხები
- პატარა მოყავისფრო ლაქები ავეჯის ნაპრალებში
- დილით კანზე წითელი, ქავილიანი ნაკბენები

⚠️ თუ ეს ნიშნები შეამჩნიეთ დაუყოვნებლივ მოიძიეთ სპეციალისტი.
რაც უფრო გვიან აღმოაჩენთ მით უფრო რთულია დროულად შედეგზე გასვლა!

✅ დეზო სერვისი - გამოძახებიდან უმოკლეს ვადაში ბინაზე ვიზიტი

📞 555 400 635

დეზო სერვისი - შედეგზე ორიენტირებული მომსახურება

#მავნებლებისკონტროლი #ბაღლინჯო #საწოლისბაღლინჯო

20/07/2026

გაინტერესებს რატომ ვეძახით მავნებლებს ასე?.. 🕷️🦗🪰🐀

#მავნებლებისკონტროლი #დეზინსექცია #დერატიზაცია

🦇 ღამურა სახლში შემოფრინდა?პირველ რიგში - არ შეშინდეთ! ღამურა, როგორც წესი, შემთხვევით ხვდება სახლში და თვითონაც გასასვლ...
14/07/2026

🦇 ღამურა სახლში შემოფრინდა?

პირველ რიგში - არ შეშინდეთ! ღამურა, როგორც წესი, შემთხვევით ხვდება სახლში და თვითონაც გასასვლელს ეძებს.

✅ რა გააკეთოთ:
გააღეთ ფანჯარა ან კარი, გამორთეთ ოთახის განათება და მიეცით დრო - თვითონ გაფრინდება.

⚠️ მნიშვნელოვანი:
არასოდეს შეეხოთ ღამურას შიშველი ხელით!

🏠 ხშირად ჩნდება?
შესაძლოა სახლზე ნაპრალია, ან ახლოს ბუდეა - ასეთ დროს გჭირდებათ სპეციალისტი.

📞 555 400 635
🌐 www.dezo.ge

დეზო სერვისი - შედეგზე ორიენტირებული მომსახურება

#მავნებლებისკონტროლი #ღამურა #უსაფრთხოგარემო

⚠️ რატომ უნდა დაამუშაოთ თქვენი ეზო?ზაფხული მოახლოვდა და ამასთან ერთად  - მწერებიც! 🦟 🪰🦗🪲ტემპერატურის მატებასთან ერთად მწ...
09/07/2026

⚠️ რატომ უნდა დაამუშაოთ თქვენი ეზო?

ზაფხული მოახლოვდა და ამასთან ერთად - მწერებიც! 🦟 🪰🦗🪲

ტემპერატურის მატებასთან ერთად მწერების აქტიურობაც იმატებს. ისინი იბუდებენ ახალ ადგილებში და სწრაფად მრავლდებიან.

სწორედ ბუდეების განეიტრალება არის ჩვენი სამიზნე, რათა გარე სივრცეში აბეზარი მწერების აქტივობა მინიმუმამდე დავიყვანოთ. ✅

📞 555 400 635
🌐 www.dezo.ge

დეზო სერვისი — შედეგზე ორიენტირებული მომსახურება!

#დეზინსექცია #მწერები #ეზოსდამუშავება #ეზოსმოვლა

🕷️ ტკიპა პატარაა, მაგრამ საფრთხე – დიდი!ერთი შეხედვით უვნებელმა ტკიპის ნაკბენმა შესაძლოა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემე...
03/07/2026

🕷️ ტკიპა პატარაა, მაგრამ საფრთხე – დიდი!

ერთი შეხედვით უვნებელმა ტკიპის ნაკბენმა შესაძლოა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. ამიტომ მნიშვნელოვანია დროული პრევენცია.

✅ ეზოში ან ბუნებაში ყოფნის შემდეგ ყოველთვის შეამოწმეთ სხეული, ბავშვები და შინაური ცხოველები.
✅ თუ ტკიპა კანზე აღმოაჩინეთ, ფრთხილად მოაშორეთ და ნაკბენის ადგილი დაამუშავეთ.
✅ თუ რამდენიმე დღეში გაჩნდა სიცხე, გამონაყარი ან ნაკბენის ირგვლივ სიწითლე გაიზარდა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

🌿 რამდენად ხშირად უნდა დამუშავდეს ეზო?

ტკიპების აქტიურ სეზონზე (გაზაფხული–შემოდგომა) რეკომენდებულია ეზოს დამუშავება ყოველ 1–2 თვეში ერთხელ. თუ ეზოში მაღალი ბალახია, ხშირია შინაური ცხოველების გადაადგილება ან ტერიტორია ტყესა და მინდორს ესაზღვრება, შეიძლება უფრო ხშირი დამუშავებაც გახდეს საჭირო.

🛡️ დეზო სერვისი გთავაზობთ ეზოს პროფესიონალურ დამუშავებას ტკიპების წინააღმდეგ, რათა თქვენმა ოჯახმა უსაფრთხოდ და მშვიდად ისარგებლოს საკუთარი ეზოთი.

📞 დაგვიკავშირდით: 555400635

დეზო სერვისი- შედეგზე ორიენტირებული მომსახურება!

#დეზინსექცია #ტკიპა #დაცულიეზო #პრევენცია

🐝 ბზიკები ყოველთვის მავნებლები არ არიან!ბევრი ადამიანი ბზიკებს მხოლოდ საფრთხესთან აკავშირებს, თუმცა ისინი ბუნებაში მნიშვ...
30/06/2026

🐝 ბზიკები ყოველთვის მავნებლები არ არიან!

ბევრი ადამიანი ბზიკებს მხოლოდ საფრთხესთან აკავშირებს, თუმცა ისინი ბუნებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ბზიკები ხელს უწყობენ მავნე მწერების რაოდენობის შემცირებას და ეკოსისტემის ბალანსის შენარჩუნებას.

👉 თუმცა, თუ ბუდე მდებარეობს საცხოვრებელ სახლში, ეზოში, კვების ობიექტთან ან სხვა აქტიურ სივრცეში, ის შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს ადამიანებისთვის

📞უფასო კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით: 555400635

#ბზიკები #მავნებლებისკონტროლი #დეზინსექცია #ეკოლოგია

👉 შეიმეცნე სამყარო დეზო სერვისთან ერთად!🐭 ზოგჯერ თაგვი სკაში იჭრება, ფუტკრები მყისიერად რეაგირებენ და საკუთარ ბუდეს იცავ...
24/06/2026

👉 შეიმეცნე სამყარო დეზო სერვისთან ერთად!

🐭 ზოგჯერ თაგვი სკაში იჭრება, ფუტკრები მყისიერად რეაგირებენ და საკუთარ ბუდეს იცავენ - ისინი ერთად ესხმიან თავს შემოჭრილს და მანამ არ ეშვებიან, სანამ არ გაანადგურებენ.

🕵️‍♂️ ჩნდება პრობლემა, რომლის ძალით მოგვარება შეუძლებელია: მკვდარი სხეული ფუტკრებისთვის ზედმეტად დიდია. თუ მას სკაში დატოვებენ, ლპობას დაიწყებს და მთელ კოლონიას საფრთხეს შეუქმნის.

🐝აქ ფუტკრები ბუნების საოცარ მექანიზმს რთავენ: ისინი სხეულს ფენა-ფენა ფარავენ პროპოლისით. ეს ნივთიერება, რომელიც ხის ფისისგანაა მიღებული და ფუტკრის ფერმენტებითაა გამდიდრებული, ბუნებრივი ანტიბიოტიკია.

👉 პროპოლისი „აკონსერვებს“ შემოჭრილს, სრულად იზოლირებას უკეთებს მას, ხელს უშლის ლპობას და ავადმყოფობის გავრცელებას.
ეს მწერების სამყაროში ჰიგიენის ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო მაგალითია.

✅ გამოიწერე გვერდი მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის

#მავნებლებისკონტროლი #შეიმეცნესამყარო

ეს პატარა „სტუმარი” სერიოზულ საფრთხეს ქმნის   და ის შენი ეზოს ბალახშია დამალული 🕷️თბილ სეზონზე ტკიპები აქტიურდებიან მაღა...
15/06/2026

ეს პატარა „სტუმარი” სერიოზულ საფრთხეს ქმნის და ის შენი ეზოს ბალახშია დამალული 🕷️

თბილ სეზონზე ტკიპები აქტიურდებიან მაღალ ბალახში, ბუჩქებსა და ჩამოცვენილ ფოთლებში. ერთი ნაკბენით შესაძლებელია საშიში ინფექციის გადატანა ადამიანზეც და შინაურ ცხოველზეც.

როგორ დავიცვათ ეზო? 👇

✅ ბალახის რეგულარული გაკრეჭა - მოკლე ბალახი ტკიპას საფარს არ უტოვებს
✅ ტერიტორიის პროფესიონალური დამუშავება - აკარიციდური საშუალებებით არსებული პოპულაციის განადგურება

დეზო სერვისი - შედეგზე ორიენტირებული მომსახურება

📞 +995 555 40 06 35
🌐 www.dezo.ge

#ტკიპა #ტკიპები #დეზინსექცია #დეზინფექცია #ეზოსმოვლა #ბაღისმოვლა #საქართველო #ზაფხული #ჯანმრთელობა

Address

მ. მამარდაშვილის ქუჩა 32
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Dezo Service Group / დეზო სერვის ჯგუფი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Dezo Service Group / დეზო სერვის ჯგუფი:

Shortcuts

Share