Orkin Georgia • ორკინი საქართველო

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Orkin Georgia • ორკინი საქართველო
Call Directions Website Contact the business

Orkin Georgia • ორკინი საქართველო მავნებლების პრევენცია და კონტროლი მთელი საქართველოს მასშტაბით 🇬🇪
დერატიზაცია-დეზინსექცია-დეზინფექცია და სხვა პროფესიონალური სამუშაოები.

ქერცლოვანები, რომლებსაც ხშირად ნესტის ჭიასაც უწოდებენ (ე.წ. Silverfish), ხშირად შეუმჩნევლად სახლდებიან სხვადასხვა ტიპის ...
16/07/2026

ქერცლოვანები, რომლებსაც ხშირად ნესტის ჭიასაც უწოდებენ (ე.წ. Silverfish), ხშირად შეუმჩნევლად სახლდებიან სხვადასხვა ტიპის შენობა-ნაგებობებში, იქნება ეს საცხოვრებელი სახლი თუ კომერციული დანიშნულების ობიექტი.

მათი არსებობა, როგორც წესი, მხოლოდ მაშინ ხდება შესამჩნევი, როდესაც მათი რაოდენობა საგრძნობლად იზრდება.

მიუხედავად იმისა, რომ ქერცლოვანები არ იკბინებიან და არ ავრცელებენ დაავადებებს, მათ შეუძლიათ დააზიანონ წიგნები, შპალერი, ქსოვილები და დააბინძურონ ღიად დატოვებული საკვები.

ქერცლოვანების (Silverfish) არსებობა ხშირად მიუთითებს ზედმეტ ტენიანობასა და არასაკმარის ვენტილაციაზე. სწორედ ამიტომ, ისინი ყველაზე ხშირად გვხვდება ნესტიან და ბნელ ადგილებში - აბაზანაში, სამზარეულოში, სარდაფში, საწყობში, ტექნიკურ ოთახებსა და სხვა მსგავს სივრცეებში.

დროული რეაგირებისთვის მიმართეთ პროფესიონალებს.

ორკინი საქართველო თქვენი სახლისა და ბიზნესისთვის 👇
📞 032 2 47 61 62
🌐 orkin.ge

სამოგზაუროდ ემზადებით? არ დაგავიწყდეთ, რომ არასასურველი „თანამგზავრებიც“ შეიძლება თან წამოიყვანოთ.მნიშვნელობა არ აქვს, ს...
15/07/2026

სამოგზაუროდ ემზადებით? არ დაგავიწყდეთ, რომ არასასურველი „თანამგზავრებიც“ შეიძლება თან წამოიყვანოთ.

მნიშვნელობა არ აქვს, სად განთავსდებით ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, ნათესავებთან, მეგობრებთან თუ თავად უმასპინძლებთ მათ, საწოლის ბაღლინჯოს გავრცელების რისკი ყოველთვის არსებობს.

მოგზაურობის შემდეგ ყურადღებით შეამოწმეთ ბარგი, ტანსაცმელი და პირადი ნივთები, რადგან საწოლის ბაღლინჯო ხშირად სწორედ ამ გზით ვრცელდება.

🚨მავნებლის არსებობის პირველივე ნიშნების აღმოჩენისთანავე მიმართეთ ჩვენს პროფესიონალებს.

თუ გსურთ მეტი შეიტყოთ, როგორ გამოიყურება სხვადასხვა მავნებლის ნაკბენი, ეწვიეთ ბმულს:
👉 https://www.orkin.ge/residential/been-bitten

📍მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგიკავშირდით:
📞 032 2 47 61 62
🌐 orkin.ge

გაწუხებთ ტარაკნის პრობლემა? 🧐ტარაკნები განსაკუთრებული გამძლეობით გამოირჩევიან. ისინი რთულ პირობებშიც კი ახერხებენ გადარჩ...
14/07/2026

გაწუხებთ ტარაკნის პრობლემა? 🧐

ტარაკნები განსაკუთრებული გამძლეობით გამოირჩევიან. ისინი რთულ პირობებშიც კი ახერხებენ გადარჩენას და ძალიან სწრაფად მრავლდებიან. უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში პრობლემა მოკლე დროში მასშტაბურ სახეს იღებს.

სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, ტარაკნების აღმოჩენისთანავე მიმართოთ პროფესიონალურ მომსახურებას.

ორკინის სპეციალისტებმა ზუსტად იციან, როგორ გაუმკლავდნენ ტარაკნების გავრცელებას მათი განვითარების ნებისმიერ ეტაპზე.

📍მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგიკავშირდით:
📞 032 2 47 61 62
🌐 orkin.ge

07/07/2026

🍽️ სწრაფი კვების ობიექტი იქნება თუ მაღალი კლასის რესტორანი, ნებისმიერი სივრცე ერთნაირად მიმზიდველია მავნებლებისთვის საკვების მუდმივი და ულევი რესურსის გამო. ტარაკანი, ბუზი, თაგვი, ვირთხა, ჭიანჭველა თუ ბზიკი კრიტიკულ საფრთხეს უქმნიან სურსათის უვნებლობასა და ადამიანების ჯანმრთელობას.

🪳 კომერციულ სამზარეულოში ისინი აბინძურებენ პროდუქტებსა და ზედაპირებს, ხოლო დარბაზში ან ტერასაზე მათი თუნდაც ერთხელ გამოჩენა გამოიწვევს რეპუტაციულ რისკს, რაც სერიოზულ ფინანსურ ზარალს მოგიტანთ.

ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების კომბინაციით, ორკინი საქართველო თქვენი ბიზნესის საჭიროებებიდან გამომდინარე გეგმავს და ახორციელებს მავნებლების პრევენციისა და კონტროლის სამუშაოებს, რაც საშუალებას მოგცემთ, მართოთ საქმიანი პროცესი შეფერხებების გარეშე.

ორკინი საქართველო - თქვენი სახლისა და ბიზნესისთვის!

📞 დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
032 2 47 61 62
🌐 orkin.ge

02/07/2026

🤝ორკინი საქართველო- საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ახალი წევრი!

უყურეთ გადაცემას, სადაც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე და ორკინი საქართველოს თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ლადო საყვარელიძე ამ პარტნიორობის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე საუბრობენ.

🤝 საქართველოს ბიზნეს ასოციაციას კომპანია ორკინი საქართველო შეუერთდასაქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) გაწევრიანებით, ო...
30/06/2026

🤝 საქართველოს ბიზნეს ასოციაციას კომპანია ორკინი საქართველო შეუერთდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) გაწევრიანებით, ორკინი საქართველო დიდ მოლოდინებს უკავშირებს იმ მძლავრ პლატფორმას, რომელიც 1400-ზე მეტ სხვადასხვა ზომის კომპანიას აერთიანებს, რაც ორკინს აძლევს შესაძლებლობას, აქტიურად ჩაერთოს თემატური კომიტეტების მუშაობაში და საკუთარი დარგობრივი ექსპერტიზა გაუზიაროს ასოციაციაში დაგროვილ საერთო ბიზნეს გამოცდილებას. მჭიდრო პარტნიორობით, კომპანია მიზნად ისახავს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს BAG-ის უმთავრეს მისიაში-ხელისუფლებასთან, საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით ბიზნესგარემოს მუდმივ გაუმჯობესებაში.

აღსანიშნავია, რომ ორკინს უკვე აქვს ბიზნესგარემოს განვითარებაზე ორიენტირებულ პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება, როგორც ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრს. სწორედ ამ პარტნიორულ გამოცდილებაზე დაყრდნობითა და ახალი თანამშრომლობით, კომპანია მზად არის გახდეს კერძო სექტორის ინტერესების აქტიური ადვოკატი და ასოციაციის მხარდაჭერით, აწარმოოს დიალოგი კანონმდებელთან, მარეგულირებელ უწყებებთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან, კერძო სექტორსა და აკადემიურ წრეებთან, რათა საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო კიდევ უფრო კონკურენტუნარიან, სტაბილურ და საინვესტიციოდ მიმზიდველ სივრცედ ჩამოყალიბდეს.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) მზარდ ბიზნეს გაერთიანებას კიდევ ერთი გამორჩეული კომპანია „ორკინი საქართველო....

ტკიპა მხოლოდ სეზონური მავნებელი არ არის, თუმცა მათი აქტივობა განსაკუთრებით თვალში საცემია გაზაფხულსა და ზაფხულში, როდესა...
26/06/2026

ტკიპა მხოლოდ სეზონური მავნებელი არ არის, თუმცა მათი აქტივობა განსაკუთრებით თვალში საცემია გაზაფხულსა და ზაფხულში, როდესაც ადამიანები მეტ დროს ატარებენ გარეთ. ☀️

თუ სუფთა ჰაერზე ყოფნა გიყვართ, გაითვალისწინეთ ეს რამდენიმე პრევენციული ნაბიჯი.

პროფესიონალური სერვისისთვის კი მიმართეთ ორკინს. 💼✅

• შეიმოსეთ სწორად: პოტენციურად სახიფათო ზონებში ყოფნისას, ატარეთ გრძელმკლავიანი მაისური და გრძელი შარვალი. 👕
• შეარჩიეთ ღია ფერები: ატარეთ ღია ფერის ტანსაცმელი, რადგან მასზე ტკიპას შემჩნევა ბევრად უფრო მარტივია. 🤍
• მოუარეთ ეზოს: მუდმივად აკონტროლეთ თქვენი კარ-მიდამოს მდგომარეობა და რეგულარულად გათიბეთ ბალახი. 🏡
• შემოწმება: გარეთ ყოფნის შემდეგ, ყოველთვის ყურადღებით დაათვალიერეთ სხეული, ხელები და ფეხები. 🔍
• დარჩით ბილიკებზე: ტყიან ან ბუჩქნარ ადგილებში გადაადგილებისას ეცადეთ არ გადაუხვიოთ საფეხმავლო ბილიკებიდან. 🌲
• იზრუნეთ ოთხფეხა მეგობრებზე: მოარიდეთ შინაური ცხოველები ტყიან და ბუჩქნარიან ადგილებს. 🐾
• მავნებლების კონტროლი: გააკონტროლეთ მღრღნელებისა და სხვა გარეული ცხოველების აქტივობა თქვენს სივრცეში. 🚫

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

📞 032 2 47 61 62
🌐orkin.ge

26/06/2026

იცოდით, რა ემართებათ ჭიანჭველებს, როცა „უფროსი“ აღარ ჰყავთ? 🤷‍♂️

როცა კოლონიას მთავარი მმართველი- დედოფალი აღარ ჰყავს, მუშა ჭიანჭველები სრულ ქაოსში ვარდებიან, აღარ იციან რა გააკეთონ და რამდენიმე დღეში კოლონიაც ნადგურდება.

სწორედ ამიტომ ეყრდნობა ორკინი მეცნიერულ ცოდნას და გთავაზობთ კონკრეტულ მავნებელზე მორგებულ, მიზნობრივ მომსახურებას. 🎯

🎬 ვიდეოს სრულად შეგიძლიათ უყუროთ ლინკზე: https://tr.ee/DkE8ZW

☀️ ზაფხულის დადგომასთან ერთად, კოღოების აქტივობა მკვეთრად იზრდება- განსაკუთრებით ღია სივრცეებში, აივნებზე, ტერასებსა და ...
25/06/2026

☀️ ზაფხულის დადგომასთან ერთად, კოღოების აქტივობა მკვეთრად იზრდება- განსაკუთრებით ღია სივრცეებში, აივნებზე, ტერასებსა და სარეკრეაციო ზონებში.

🦟 საქმე მხოლოდ შემაწუხებელ ნაკბენებსა და ხმაურში არ არის, კოღოები სხვადასხვა საშიში ვირუსული და პარაზიტული დაავადებების გადამტანები არიან.

💧 დაგროვებული წყალი, ტენიანი გარემო და მოუვლელი ეზოები მათთვის იდეალურ პირობებს ქმნის. საკუთარი ძალებით მათთან გამკლავება მხოლოდ დროებით შედეგს თუ მოგვცემს. ეფექტური პრევენცია კი ყოველთვის იწყება პროფესიონალური მონიტორინგითა და კონტროლის სწორი მეთოდებით.

🏡 ორკინი საქართველო გთავაზობთ მავნებლების პრევენციასა და კონტროლს საცხოვრებელი სახლებისა და კომერციული ობიექტებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 👇

📞 032 2 47 61 62
🌐orkin.ge

25/06/2026

იცოდით, რომ ჭიანჭველების სამყაროში ყველა მუშა ჭიანჭველა მდედრია? 🐜

დიახ, მთელ მძიმე სამუშაოს, ბუდის შენებასა და საკვების მოპოვებას მხოლოდ მდედრი ჭიანჭველები ახორციელებენ.

მაშინ რას აკეთებენ მამრები და თქვენი აზრით, სამართლიანია ბუნების ასეთი კანონი?🤔

🎬ვიდეო სრულად: https://tr.ee/DkE8ZW

Address

ვაჟა-ფშაველას გამზ. 71
Tbilisi
0186

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995322476162

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Orkin Georgia • ორკინი საქართველო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Orkin Georgia • ორკინი საქართველო:

Shortcuts

Share