12/11/2019
ეკო-ნანო დალაგება!
სიახლე დალაგების სერვისში! ჩვენ გთავაზობთ პირველად საქართველოში ნანოტექნოლოგიებზე შექმნილი მასალებითა და ინსტრუმენტებით ყოველგვარი ქიმიური ხსნარების გარეშე ბინის, საოფისე ფართებისა და აგარაკების, ავეჯის, შუშების უნიკალურ, მდგრად და უსაფრთხო დასუფთავებას.
იცოდით, რომ ქიმიური საშუალებებით დასუფთავებული სახლი ჯანმრთელობისთვის საშიშია? იცოდით, რომ ავეჯი, რომელიც ქიმიური ხსნარებით არის დასუფთავებული, თქვენი პატარას ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის? სამზარეულოს ნივთები, ჭურჭელი რომელსაც ყოველდღიურად იყენებთ ოჯახში, ქიმიური საშუალებებით არ უნდა ირეცხებოდეს!
ჩვენ გთავაზობთ იაპონურ ტექნოლოგიაზე დამზადებული, მაღალი დონის დასუფთავების საშუალებებით სახლის უსაფრთხო და მდგრად დალაგებას. ჩვენი თანამშრომლები მოვლენ, ადგილზე შეაფასებენ სამუშაოს და მოკლე დროში უნიკალურად დაასუფთავებენ თქვენს ბინას, აგარაკსა თუ ოფისს.
P.S. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი პრიორიტეტია ეკოლოგიურად უსაფრთხო დასუფთავება და მისი ხელმისაწვდომობა, ეკო-ნანო ტექნოლოგიების მეტი პოპულარიზაციისთვის საქართველოში, გადავწყვიტეთ, რომ ფასი იყოს უმრავლესობისთვის მისაღები - 1 მ.კვ. – 0.5 ლარიდან.
„ეკო-ნანო დალაგების სამსახური“ ჯანმრთელობას გისურვებთ!