21/09/2026
🚪🗑️ ნაგვის ოთახი თუ გინახავთ ოდესმე ? 🫣 ჩვენ კიი ..
🚨 წარმოიდგინეთ, დასალაგებლად შედიხართ 3 ოთახიან ბინაში… და აღმოაჩინეთ , რომ ერთ-ერთი ოთახი მთლიანად ნაგვისთვის არის გამოყოფილი …
დიახ… ნაგვისთვის. 🗑️
📆 არა ერთი დღის, არა ერთი თვის — წლების განმავლობაში დაგროვებული საყოფაცხოვრებო ნარჩენები … 🫣
🚪🗑️ოთახი, სადაც იატაკი თითქმის აღარ ჩანს, სადაც ნივთები და ნაგავი ერთმანეთშია არეული
და ყველაზე მძიმე — ამ ოთახის გვერდით არის 🧑🍳🍛სამზარეულო და 🛌საძინებელი … და ამ საძინებელში უფროსთან ერთად სძინავს 3 წლის ბავშვს 👩🍼👶 … ბავშვის საწოლის ქვეშ კი ვერაფრით მივხვდით რატომ … მაგრამ ინახებოდა წლების განმავლობაში დაგროვებული სიგარეტის კოლოფები და სხვადასხვა სახის ნაგავი … 🫣
გამოგიტყდებით და გეტყვით რომ ეს ვარდოს გუნდისთვისაც ერთ-ერთი ყველაზე ემოციურად მძიმე ობიექტი აღმოჩნდა… 🫣
მაგრამ იცით, რა დგას ასეთი მდგომარეობის უკან ? 👉 ეს ჰორდინგის აშლილობაა — მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანს უჭირს ნივთების გადაყრა და მათი დაგროვება იმდენად მასშტაბური ხდება, რომ საცხოვრებელი სივრცე ფაქტობრივად გამოუსადეგარი ხდება
ეს უბრალოდ არეულობა არ არის.
ეს უბრალოდ სიბინძურე არ არის.
ეს რეალური პრობლემაა, მენტალური დარღვევა , რომელსაც გაგება და დახმარება სჭირდება 🤍
ასეთი ტიპის სახლების დასალაგებლად როგორც წესი თავად მობინადრეები არ მოგვმართავენ , მათ ეს პრობლემა არ აწუხებთ … ჩვენ ასეთი ტიპის სახლების დალაგებას გვიკვეთავენ მათი ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები და ზოგჯერ მეზობლებიც კი …
ხშირად თავად მობინადრები კი ჩვენს მიმართ აგრესიულად განწყობილები არიან , რადგანაც იმას რასაც ჩვენ ნაგავს ვეძახით და ვყრით , მათთვის ძვირფასია , ვერ ელევიან და არ სურთ სივრცის გათავისუფლება …
ზოგჯერ სისუფთავე მხოლოდ დალაგება არ არის და ის სრულიად სხვა პრობლემასთან ბრძოლაა ✊
💰რა ფასში ლაგდება ასეთი ტიპის ბინები ? 👉 ეს კითხვა ვიცით რომ აუცილებლად გაგიჩნდათ , თუმცა გეტყვით რომ ასეთი ბინების ფასებს ჩვენს ვებ საიტზე ვერ ნახავთ , ეს ბინები ინდივიდუალურად ფასდება ყველა დეტალის გათვალისწინებით 🤍
და მაინც როგორ გამოიძახოთ ვარდოს დასუფთავების ჯგუფი ? 👉 ეს საკითხი უცვლელია
🌸 ვარდოს დალაგების აპლიკაციით , რომელიც თქვენს ტელეფონში უნდა გადმოწეროთ და ფასდაკლებებსაც თვალი ადევნოთ
👉📲 http://www.vardocleaner.ge/app
🌸 ვებ საიტით , სადაც ჩვენი ონლაინ კალკულატორით ფასის გამოთვლას შეძლებთ 👉🌎 www.vardocleaner.ge
🌸ან უბრალოდ დაგვირეკეთ
👉 📞 599 57 76 61 ან 👉☎️ 0322111722
გახსოვდეთ , სისუფთავე მენტალური ჯანმრთელობაა 🤍
იგრძენით სისუფთავე 👉სიყვარულით ვარდოსგან