21/07/2026
თუ გაყიდვები შენი ძლიერი მხარეა, ეს ვაკანსია შენთვისაა.
თუ შეგიძლია ადამიანებთან კომუნიკაცია, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება და შედეგზე ხარ ორიენტირებული, მაშინ ჯეო ქინინს გრუპი გთავაზობს შესაძლებლობას, გახდე ჩვენი გუნდის წევრი.
ვაკანსია: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
ჩვენ ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ და ამბიციურ ადამიანს, რომელსაც სურს იმუშაოს B2B გაყიდვების მიმართულებით და მიიღოს მაღალი ანაზღაურება საკუთარი შედეგების შესაბამისად.
რას გთავაზობთ?
✔️ მაღალი შემოსავლის შესაძლებლობას;
✔️ მოქნილ და შენზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს;
✔️ პროფესიულ განვითარებას;
✔️ მეგობრულ და პროგრესზე ორიენტირებულ გუნდს;
✔️ თანამედროვე სერვისს, რომლის გაყიდვაც რეალურად მოთხოვნადია ბაზარზე.
შენი ძირითადი მოვალეობები იქნება:
• ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება;
• კომპანიებთან შეხვედრების დაგეგმვა და მოლაპარაკებების წარმოება;
• კომერციული შეთავაზებების წარდგენა;
• გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბება.
თუ ფიქრობ, რომ შედეგების მიღება შეგიძლია და გსურს იმუშაო კომპანიაში, სადაც შენი შრომა სათანადოდ ფასდება — გამოგვიგზავნე CV ან დაგვიკავშირდი.
📞 +995 511 49 44 49
📧 [email protected]
Geo Cleaning Group – გახდი წარმატებული გუნდის ნაწილი.